რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს.
ზურაბ ალავიძის განმარტებით, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის
შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით,არასწორი ინფორმაცია
გავრცელდა.
ალავიძე ამბობს, რომ არაფრის გაუქმება არ იგეგმება, საუბარია ერთი და
იგივე მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ამავე მუნიციპალიტეტის მერის
ფუნქციების გაერთიანებაზე.
"დღეს ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და
მუნიციპალიტეტის მერი. მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი,
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
გამგებელი. ყველას რომ დავარქვათ მუნიციპალიტეტის გამგებელი, მათ
ფუნქციებს შორის ერთი მარცვალიც არ არის განსხვავება. ამაზე
ვსაუბრობთ. აქ მარტო მენეჯმენტის პრობლემაა. ანუ, ჩვენ ვამბობთ, რომ
თბილისში თუ მენეჯმენტსა და მმართველობას მარტო ერთი ადამიანი
ახორციელებს, ზუგდიდში იგივე მმართველობას ერთი ადამიანი რატომ ვერ
გააკეთებს?! ერთი და იგივე ფუნქციას ახორციელებს მერიაც და გამგეობაც.
ამაზე გვაქვს საუბარი," - განაცხადა ალავიძემ.
საქმე ეხება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ზუგდიდს,
ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს
თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვათ, რაც გულისხმობს, რომ მათ
საკუთარი ბიუჯეტი არ ექნებათ და ადგილობრივი ხელისუფლება არ
ეყოლებათ.
ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია
ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ
,,ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი
ერთეულების გაუქმება''.
ამავე თემაზე:
ზუგდიდელი
დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე
მასალის გამოყენების პირობები