განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, სოფელ განმუხურის
დასუფთავების სამსახურის უფროსი
რობერტ გამისონია დააკავეს. საჯარო მოხელეს ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამისონია ჯარიმის
გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. რაც შეეხება მის თანმხლებ პირს, ის
ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებითაა
დაკავებული.
შს სამინისტროს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით
აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები