ხურჩაში მცხოვრები ენვერ ბერია საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა
მაშინ დააკავეს, როდესაც ის საკუთარ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა - ამის
შესახებ
სოფლის მცხოვრებლები საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, გამოსასყიდად, 50
000 რუსულ რუბლს ითხოვენ, რაც ქართული 2 000 ლარის ეკვივალენტია.
ბერიას მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახის ეკონომიკური
მდგომარეობა მძიმეა და გამოსასყიდი ფულის შეგროვებას თავად
აპირებენ.
რამდენიმე დღის წინ დაკავებული ენვერ ბერიას ზუსტი ადგილსამყოფელი,
ჯერჯერობით, უცნობია.
ამავე თემაზე:
თავდაცვის
მინისტრი: ხურჩაში ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე კონკრეტული ინფორმაცია
არ მაქვს
სუს-ის ცნობით, ხურჩაში
ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა
მასალის გამოყენების პირობები