რეგიონი
განახლებული პირობები სესხებზე და მეტი შესაძლებლობები მომხმარებლებს (R)
ფინკა ბანკში სიახლეა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებზე. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, გაიზარდა უგირავნო სესხის მოცულობა და შემცირდა საპროცენტო განაკვეთები.

40 000 ლარამდე სესხის აღება უკვე შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მიზნობრიობა არის ნებისმიერი - მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ბინის რემონტისთვის და საოჯახო ტექნიკის შესაძენად, ასევე შესაძლებელია სწავლის საფასურის გადახდა და სხვა პირადი მიზნების დაფინანსება.

უგირავნო სესხები ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესის მქონე პირებისათვის და მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი დანადგარების და აღჭურვილობის შეძენა, მარაგების შევსება თუ ბიზნესის გაფართოება. საპროცენტო განაკვეთების შემცირების შედეგად, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა მცირე ბიზნესის მქონები პირებისთვის მარტივად და სწრაფად მიიღონ თანხა და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს - მომხმარებლებს თავად შეუძლიათ დაგეგმონ გადახდის გრაფიკი და იგი შემოსავლებს მოარგონ.

გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურა, ფინკა ბანკში 3000 ლარამდე სესხის აღებას 30 წუთი სჭირდება, გაუმქმდა მცირე სესხების დამტკიცების საკომისი და ამჟამად 0 % -ია. სესხებზე პირობების განახლება, პროცედურების გამარტივება მომხმარებლების მხრიდან წამოსული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა.

ფინკა ბანკის საოპერაციო დირექტორი გიორგი სამადაშვილი ამბობს, რომ ბანკისთვის მომხმარებლის უკუკავშირი პრიორიტეტულია.

"ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენგან აღებული დაფინანსებით ცდილობენ გააუმჯობესონ მცირე ბიზნესი და უკეთესობისკენ. შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. სწორედ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა რამდენიმე ცვლილება. გავზარდეთ უგირავნო სესხის მოცულობა 40 000 ლარამდე, კიდევ უფრო შევამცირეთ საპროცენტო განაკვეთები, მომხმარებლებს სესხი შეუძლიათ აიღონ ნებისმიერი მიზნობრიობით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება დადებითად აისახება მომხმარებლებზე და მეტად ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას. ამდენად, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას რომელი საფინანსო ინსტიტუტის საბანკო პროდუქტებით ისარგებლონ, აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია ფინკა ბანკის შემოთავაზების შესახებ, შეადარონ პირობები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება", - ამბობს სამადაშვილი.

სიახლე შეეხო დეპოზიტებსაც, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე, ფინკა ბანკში შესაძლებელია რამდენიმე სახის დეპოზიტით სარგებლობა.

ფინკა ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს პაკეტურ შეთავაზებასაც, რომელიც წარმოადგენს პროდუქტების და მომსახურების ერთობლიობას და მასში გაერთიანებულია სადებეტო ბარათი, ინტერნეტ და მობაილ ბანკი, ტელეფონ ბანკი, ავტომატური დავალებები, სმს მომსახურება და მულტისავალუტო ანგარიშები, შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად და მინიმალურ ფასად ისარგებლონ ყველა სერვისითა და პროდუქტით.

სესხისა და დეპოზიტების განახლებული პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება და სესხზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ვებ გვერდის და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში - 224 49 49.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.