„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“- საჯარო შეხვედრა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში (ვიდეო)
14:08 / 10.05.2017
67-ე საოლქო საარჩევნო კომიასში პროექტის "ვესაუბრებით ამომრჩეველს"
ფარგლებში ბოლო საჯარო შეხვედრა
გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა აღნიშნული პროექტი
ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. ამასთან, მან 2016
წლის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა მოკლედ შეაჯამა და არსებულ
გამოწვევებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვქონდა სულ 4 საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე: ანაკლიაში, „ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუხსა და
ჭითაწყარში. ჩვენ ამომრჩევლებს გავაცანით საარჩევნო პროცედურებთან
დაკავშირებული საკითხები, მათი უფლებები და შეავსეს ამომრჩეველთა
მოსაზრებების ბარათები, რათა მომავალი გეგმები სწორედ ამის საფუძველზე
დაგვესახა“, - თქვა მესხმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“თავმჯდომარემ იაგო ფასანძემ
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრებს დამკვირვებლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით
ნაკლები
ინფორმაცია გააჩნიათ, რის გამოც დამკვირვებლებს საკუთარი
ფუნქციის შესრულებაში ხელი ეშლებათ.
"ჩვენი სურვილია, რომ ტრენინგებში, რომელსაც ატარებს საარჩევნო
კომისია, მეტი დრო დაეთმოს აღნიშნულ საკითხს“, - თქვა
ფასანძემ.
მირანდა მესხის განმარტებით, კვალიფიციური კადრების პრობლემა არსებობს
და საუბნო საარჩევნო კომისია შერჩეულ კადრებს დაატრენინგებს. გარდა
ამისა, დაგეგმილია რამდენიმე ტრენინგი საარჩევნო პროცესში მონაწილე
ყველა სუბიექტისთვის.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები