საქართველოს მასშტაბით წვიმა სამი დღე შენარჩუნდება. როგორც გარემოს
ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების
სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ რადიო
,,ათინათთან’’ საუბრისას აღნიშნა, არამდგრადი ამინდი
25 მაისამდე გაგრძელდება. მისი თქმით, ქვეყნის უმეტეს რაიონში
მოსალოდნელია ძლიერი ქარი და სეტყვა.
21 მაისს 29 დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით +15,+20 და
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18;+23 გრადუსს ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები