,,შენი გულისთვის ვიცავ’’- ფერადი ზებრები ზუგდიდში (ვიდეო)
13:27 / 23.05.2017
შს სამინისტროს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - "შენი
გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის"
ფარგლებში ზუგდიდში ზებრა გადასასვლელები მოიხატა.
ახალგაზრდებმა გამსახურდიასა და აღმაშენებლის გამზირებზე ზებრა
გადასასვლელები გააფერადეს და შემდეგი შინაარსის წარწერები დატოვეს:
"შენი უსაფრთხოებისთვის ვიცავ", ,,შენი გულისთვის ვიცავ".
უწყებაში აცხადებენ, რომ კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების
პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და თითოეული
მოქალაქის სიცოცხლის დაცვა.
შსს–მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია სლოგანით "შენი
გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" 2015 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის
მასშტაბით დღემდე აგრძელებს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები