გარემოს დაცვის სამინისტროს „რუსთაველის ქვეყანა“ ზუგდიდში (ვიდეო)
14:53 / 26.05.2017
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ზუგდიდში
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სივრცე მოაწყო.
პავილიონში უწყებამ სამინისტროს ერთეულებისა და საქვეუწყებო
დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი სტენდები განათავსა. ადგილზე
სტუმრებს მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა უმასპინძლა.
დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ ფოტოსურათები სპეციალურად მოწყობილ
პრომეთეს მღვიმის სფერულ ინსტალაციასა და ნავში გადაეღოთ.
უწყების სტუმრებს მთავარ ხეივანში გაბმული ზიპლაინით დაშვების
საშუალებაც მიეცათ.
ყვავილების ბაღში ფოტოების გადასაღები კუთხე მოეწყო. იქ მისულებს
"დრონის" აპარატით ფოტოებს 100 მ სიმაღლიდან უღებდნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივმა ბენდმა
"UNDER 7" იზრუნა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები