ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ (ვიდეო)
22:24 / 31.05.2017
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი გარემოვაჭრეები,
რომლებიც საკუთარ დახლებს იცავენ,
ტელეფონით ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს დაუკავშირდნენ. ისინი
ქვარაიასთან შეხვედრას ითხოვენ.
„არავითარი შეთანხმება ჩვენსა და მერიას შორის არ ყოფილა. ეს არის
ტყუილი. ჩვენ ვიბრძოდით თქვენი გამარჯვებისთვის. გელოდებით აქ“, -
უთხრეს გარემოვაჭრეებმა ქვარაიას.
მათივე თქმით, მაჟორიტარი მათ დაპირდა, რომ ხვალ საკუთარ
წარმომადგენელს ზუგდიდში მათთან შესახვედრად გამოუშვებს.
ცნობისთვის, გარემოვაჭრეების ინფორმაციით, პირველ ივნისს ქალაქის
მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიცემული გაფრთხილების ვადა
იწურება. ისინი დღეს ღამის გათევას აპირებენ, რადგან შიშობენ, რომ რომ
მათ სავაჭრო დახლებსა და კონსტრუქციებს დაშლიან. მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები