ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება.
ღონისძიებაზე რვა ქართული
გამომცემლობის სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის, თანამედროვე ქართული და
ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო, კულინარიული და სხვა
წიგნებია წარმოდგენილი. ღონისძიების ორგანიზატორის, ზვიად
კვარაცხელიას ინფორმაციით, მსურველებს წიგნების ყიდვა
„განსაკუთრებული“ ფასდაკლებით შეუძლიათ.
„ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკითხველთან უფრო ახლოს
მისვლას და განსაკუთრებული ფასდაკებით მრავაფეროვანი არჩევანის
შეთავაზებას. ვფიქრობ, მკითხველს მოეწონება აქ წარმოდგენილი წიგნები“,
- აღნიშნა კვარაცხელიამ.
მსგავსი ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ მკითხველები. ერთ-ერთი
მათგანის კრისტინე კილანავას თქმით, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ხელს
შეუწყობს კითხვის ტრადიციის აღდგენას.
„ეს შესანიშნავი წამოწყებაა, რომელიც ახალგაზრდებს დააინტერესებს
იკითხონ მეტი. მე რამდენიმე წიგნი შევიძინე. მართალია, კარგი იქნებოდა
უფრო დაბალი ფასები იყოს, თუმცა, იმდენად კარგი წიგნებია, რომ ფასზე
ლაპარაკიც ზედმეტი იქნებოდა“, - თქვა კილანავამ.
პროექტი „მოიზღვავე წიგნები“ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და
გამოფენა-გაყიდვა ხვალ დასრულდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები