მეგრული ვაზის ჯიშები - გამოფენა-კონფერენცია ზუგდიდში (ვიდეო)
19:48 / 09.07.2017
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამეცნიერო კონფერენცია ,,ვაზის მეგრული
ჯიშები’’ გაიმართა. ღონისძიებაზე ღვინოთმცოდნემ და
მევენახეობა-მეღვინეობის
მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა. მან ზუგდიდის
ბიბლიოთეკას საკუთარი ნაშრომები გადასცა.
,,ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, რომ
გაიხსნას მევენახეობა-მეღვინეობის კუთხე. ამისათვის ძველი ლიტერატურა
არსებობს, მაგრამ საჭიროა ახალი ლიტერატურაც, სწორედ ამიტომ მე
ჩამოვიტანე ჩემი ნაშრომები. ეს არის 12 ნაშრომი, სხვადასხვა წიგნი,
რომელიც გადაეცა ბიბლიოთეკას. ახლო მომავალში კი ფუნქციონირებას
მევენახეობა-მეღვინეობის კუთხე დაიწყებს ’’,- თქვა ბარისაშვილმა.
კონფერენცია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და
ტურიზმის განვითარების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
განყოფილების უფროსის ბესიკ არახამიას თქმით, ზუგდიდში მუშა
ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ძველი კოლხური ვაზის ჯიშების მოშენებაზე,
მის კულტივიზაციაზე , მის გამრავლებაზე და
ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს.
,,2020 წლისთვის, როგორც ტურიზმის თეორიკოსები გვარწმუნებენ, ჩვენთვის
მნიშვნელოვანი იქნება თემატური ტური. ერთ-ერთი ასეთი არის ღვინის
ტური. სამწუხაროდ, სამეგრელო ამ პროცესებში ნაკლებად არის ჩართული. ეს
პროგრამა არის გძელვადიანი, რათა ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს ქვეყანა
არის მართლაც ღვინის ქვეყანა. ის ვაზის წიბწები, რომელიც
აღმოჩენილია ანაკლიაში, არის ნათელი მაგალითი, იმისა რომ დასავლეთ
საქართველოშიც იცნობდნენ ვაზის კულტურას’’,- აღნიშნა არახამიამ.
კონფერენციაზე ასევე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის
წარმომადგენელმა დათო ჩიჩუამ მეგრული ვაზის აღორძინებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ჯიღაურადან მოდიოდეს
სამეგრელოში მეღვინეობის აღორძიენების იმპულსი, არამედ ადგილზე იყოს
ბევრი სხვა წყარო.
,,ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ კონსულტაციებს ადგილზე სამეგრელოში, რომ
გარკვეული იშვიათი ჯიშების ნერგი იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივ
გლეხისათვის. თუ კი პარალელურ რეჟიმში მოხდება იშვიათი ჯიშებისაგან
ღვინოების დამზადება ოჯახურ პირობებში. ეს ჩვენ მოგცემს ბევრად უფრო
დიდ საინფორმაციო მონაცემთა ბაზას. რის შედეგადაც ადვილი იქნება
თითოეული ჯიშის დენოლოგიური პოტენციალის წამოწევა,’’ - თქვა
ჩიჩუამ.
გამოფენაზე ძველკოლხური ვაზის ჯიშებიდან (მაჭყვადინა, კოლოში,
ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში...) დაყენებული ღვინოები
იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები