მესტიაში "სვანეთობა 2017" - მა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს
"ფუძეობას" უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სეტის სკვერში
ტრადიციული სვანური სამზარეულოს და ხალხური
რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიმართა.
ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს
შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული
სვანური სამზარეულო.
გამოფენის პარალელურად, მიმდინარეობდა კონცერტი, რომელშიც რამდენიმე
ადგილობრივი ანსამბლი მონაწილეობდა.
გარდა ამისა, მაყურებლის წინაშე ფრანგული მუსიკალური ჯგუფი 10 ნომრით
წარდგა.
ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს,
სიგელები, ჩონგურები და სვანეთის მუზეუმის კატალოგი გადაეცათ.
საუკეთესო სამზარეულო - იდლიანის ტერიტორიული ერთეული,
საუკეთესო ტრადიციული ნომრის შესრულება - ლატალის ტერიტორიული
ერთეული
საუკეთესო გამოფენა - მულახის ტერიტორიული ერთეული
საპატიო მესტიელის წოდება ადილარ ჩართოლანს მიენიჭა
დაჯილდოების ცერემონიას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ
ჟორჟოლიანი წარუძღვა.
„სვანეთობა 2017“ გრანდიოზული კონცერტით ანსამბლმა ,,ერისიონმა’’
დახურა, რომელმაც ადგილობრივ და უცხოელ მსმენელს 2 საათაინი პროგრამა
შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები