გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში საბრძოლო მასალების საწყობი
აფეთქდა. თვითმხილველების თქმით, ორი ძლიერი აფეთქება, დაახლოებით
6:30 მოხდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, ინცინდენტს მსხვერპლი არ
მოყოლია.
აფხაზური მედიის ცნობით, ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული. ამ დროისათვის მომხდარის
მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე „აფხაზეთის საგანგებო
სიტუაციათა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები“
მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები