პრიმორსკოეში მომხდარი აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
დე ფაქტო აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ გუდაუთაში მომხდარი
აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
სამხედრო პროკურატურის ინფორმაციით, „შემთხვევის შედეგად, დაიღუპა
რუსეთის ორი მოქალაქე, სანკტ - პეტერბურგის მცხოვრებლები პოლიაკოვა ე.
და ტომოფეევა ე. , რომლებიც სოფელ პრიმორსკოეს მახლობლად ისვენებდნენ.
სხეულის სხვადასხვა დაზინებები მიიღო 64 ადამიანმა, მათგან 35 -
რუსეთის მოქალაქეა. ყველა მათგანი რესპუბლიკის სხვადასხვა სამკურნალო
დაწესებულებაშია გადაყვანილი“.
საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების ტალღამ და ჭურვების
ნამსხვრევებმა დააზიანეს შემთხვევის ზონის მახლობლად განლაგებული
საცხოვრებლი კორპუსები და კერძო სახლები, ასევე, ავტოსატრანსპორტო
საშუალებები, რომელთა ნაწილი რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს
ეკუთვნის. მომხდარის გარემოებების დასადგენად, მიმდინარეობს
ოპერატიული - საგამოძიებო ღონისძიებები“.
მასალის გამოყენების პირობები