მესტიაში აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ
მესტიასა და ჭუბერში 9 და 10 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილებს
სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აფხაზეთიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვებს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ჯანდაცვის სამნისტროს ატარებს.
ერთობლივი სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი,
პედიატრი, კარდიოლოგი (ეკგ აპარატით), ნევროლოგი, გინეკოლოგი,
ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით
აღჭურვილი სპეციალისტი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი,
უროლოგი.
გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით ჩატარდება ინსტრუმენტული
გამოკვლევები (ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი
ჯირკვლის ულტრასონოსკოპია; ელექტროკარდიოგრაფია), გლუკოზის დონისა და
ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში, ასევე C ჰეპატიტის სკრინინგული
გამოკვლევა. დევნილებს მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს უფასოდ
გადასცემენ.
ღონისძებებს სამინისტრო და „გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი
კარდიოლოგიის ცენტრი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში
ატარებენ.
მასალის გამოყენების პირობები