ენმ: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება (ვიდეო)
16:21 / 04.09.2017
საუბნო საარჩევნო კომისიების საინიციატივო შემადგენლობა „ქართული
ოცნების“ წევრებით არიან
დაკომპლექტებული,რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი
არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ამის შესახებ ენმ-ის ზუგდიდის
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
წითლიძის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი
სიების ნაწილის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საუბნო კომისიებში
სიები „ქართული ოცნების“ წევრებით, ადგილობრივი ხელისუფლების
ნათესავებით, საჯარო მოხელეებითა და დისციპლინური გადაცდომების მქონე
პირებითაა დაკომპლექტებული.
„საოლქო კომისიაიმ საინიციატივო საუბნო კომისიებში აირჩია ის პირები,
რომელთა სია საოლქოს „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიაწოდეს. რეალურად,
ბალანსი ვერ იქნება დაცული, რადგან საინიციატივოს გარდა კომისიაში
პარტიასაც ეყოლება წარმომადგენელი. მათ ეს სჭირდებათ, რათა ჰქონდეთ
უმრავლესობა არჩევნების დღეს. ამ დროისთვის მხოლოდ სიების ნაწილს
გავეცანით და 108 არის მმართველი პარტიის წევრი“, - განაცხადა
წითლიძემ.
აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩვენო
კომისიაში. თავმდჯომარის მირანდა მესხის განმარტებით, საინიციატივო
კომისიის წევრები 2 სექტემბერს ჩატარებული სხდომის შედეგად აირჩიეს.
რაც შეეხება მათ პარტიულ კუთვნილებას ან პოლიტიკურ ინტერესებს, მესხის
თქმით, მათ ამის შესახებ არანაირი ცნობა არ აქვთ.
„არცერთი არჩეული წევრი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი. ამის
დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს. ჩემი
უფლებამოსილების ფარგლებში, ვიღებ მე ჩემს თავზე, რომ ყველა
გადავამოწმო, თუ კონკრეტულ გვარებს დამისახელებთ. ჩვენ ვირჩევთ
ნეიტრალურ პირს, რადგან პარტიული წევრები ისედაც გვყავს კომისიებში.
ნათესაურ კავშირთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერს
შეუძლია დარეგისტრირდეს და კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რაც შეეხება
დისციპლინურ გადაცდომას, ეს იყო შენიშვნა და გაფრთხილება, რომელიც ამ
არჩევნებზე აღარ მოქმედებს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან მესხმა.
მისივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა 2 სექტემბერს შედგა.
სხდომას 13-ვე წევრი ესწრებოდა, თუმცა სიანიციატივო წევრების არჩევაში
სამმა მათგანმა, მათ შორის, ენმ-ის წარმომადგენელმა მონაწილეობა არ
მიიღო. მესხის თქმით, კონკურსანტები პირადობის მოწმობითა და
აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირდნენ და არჩეული წევრები საარჩევნო
გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ.
თავის მხრივ, ენმ-ის ბრალდებებს პროვოკაციასა და აბსურდს უწოდებენ
„ქართულ ოცნებაში“.
„ეს არის მორიგი ცილისწამება. არანარისი სიების გადაცემა არ ყოფილა.
ნათესაურ კავშირებს რაც შეეხება, ამ ადამიანებს საარჩევნო კომისიებში
მუშაობის გამოცდილება აქვთ ეს ხელის შემლელი არ უნდა იყოს. მე
პირადად, ჩემი ახლობლები გავაფრთხილე, რომ კონკურსისთვის განცხადება
არ შეეტანატ, რადგან ეს ოპოზიციისა და ჟურნალისტების მხრიდან
აპელირების საგანი შეიძლებოდა გამცხადრიყო“, - თქვა ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს
გაიმართება.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
,,მორდია“ , იგივე ,,ნათლია“ მეგრელებში განსაკუთრებული მოწიწებითა და ავტორიტეტით სარგებლობს და ის ახალდაქორწინებულთა ოჯახში გამორჩეული მნიშვნელობის მატარებელი ინსტიტუტია.რამეთუ ის ოჯახის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხდება და მთელი რიგი ვალდებულებებით იტვირთება.დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა პრივილეგიებით სარგებლობს ,,მეგურგინე მორდია“ და რა მოვალეობები აკისრია დამოყვრებული ოჯახის მიმართ.გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 08:00- საათიდან, 15 -საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს, თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს. ამის შესახებ რკინიგზის ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები