რეგიონი
საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ GEM fest-ის საქმეზე გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ, - ასე პასუხობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია, GEM fest-თან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მისი დამფუძნებლის, გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თუმცა, როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის“.

”თუ დანაშაული იქნება არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით ვიძიებთ. თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ გაირკვევა პასუხისგებაში მისაცემი პირის, ან პირების ვინაობა. ვიდრე მტკიცებულება არ იქნება, ბრალდებულებზე წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რათა დაცული იყოს მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია”, - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

რაც შეეხება თავად საქმის დეტალებს, გამყრელიძის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით.

”საქმეზე გამოკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ისე სხვები, ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებული და ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესები, სულ, ალბათ, 100-მდე პირი. გამოკითხვები კვლავ გრძელდება. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა და ამ ყველაფერს გამოძიება და დრო სჭირდება. მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა, ანუ, რა თანხები შემოვიდა და რა გაიცა. გამოსაკითხი არიან ასევე ადამიანები, რომლებიც იყვნენ კონტრაქტორები, რომლებმაც ჩამოიტანეს აპარატურა, დაამონტაჟეს და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის გამოძიება”, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან დარიცხულ ფულს, გამყრელიძის ინფორმაციით, ”ამაზე გამოძიება ცალკე მიმდინარეობს“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.