რეგიონი
ექსპერტი: ზუგდიდის ახალმა სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტი, შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა და უეფა-ს მედიაოფიცერმა მერაბ კვარაცხელიამ ზუგდიდის ახალ სტადიონზე მოედნის ირგვლივ ბეტონის სარტყელთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სტადიონი, დაახლოებით, ათი დღის წინ დაათვალიერა.

„მე როგორც ვიცი, აკეთებდნენ მესამე კატეგორიის სტადიონს, რაც მისასალმებელია და კარგი იყო. შევხვდი სტადიონის დამპროექტებლებს. ვუთხარი, რჩევა თუ დასჭირდებოდათ, შემხმიანებოდნენ, თუმცა სამწუხაროდ არ დაგვკავშირდებიან. მე რომ ვნახე სტადიონის ფოტოები, პროფესიულმა გამოცდილებამ მიკარნახა, რომ არ იყო მთლად კარგად გაკეთებული. შეძლებისდაგვარად გავზომე, დავათვალიერე, ჩემი აზრი ვუთხარი, რომ ჯობდა რაღაც გააკეთებინათ სხვაგვარად გაეკეთებინათ, რადგან რაღაცები არღვევდა სტანდარტებს. ამ შემთხვევაში როგორც ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი, არ ვმოქმედებდი, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით, შეთავაზების მიუხედავად, ამ დრომდე ჩვენთვის არავის მოუმართავს“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.



კვარაცხელიას თქმით, შესაძლოა, შეცდომა სამშენებლო კომპანიამ დაუშვა, თუმცა აქვე დასძენს, რომ კომპანია, სავარაუდოდ, უეფას, ფიფას და სფფ-ს სტანდარტებით მოქმედებდა.

„შესაძლოა, კომპანიის წარმომადგენლებმა იგულისხმეს, რომ ბეტონის ბარიერი იქნებოდა დასამაგრებელ სარეკლამო ბანერებისთვის, მაშინ, როცა ეს ორი სხვადასხვა რამეა. ფიფას, უეფას, და სფფს ყველა შესაბამისი დებულება თუ პარაგრაფი გვეუბნება: მანძილი გვერდითი ხაზიდან შემოღობვამდე- 6 მეტრი (შემოღობვაში იგულისხმება მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის) -მანძილი კარის ხაზიდან შემოღობვამდე- 7.5 მეტრი.(შემოღობვაში იგულისხმება მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის) -მანძილი სარეკლამო დაფებამდე- გვერდითი ხაზიდან მინიმუმ 4 მეტრი, კარსუკან - 5 მეტრი, კუთხურებთან - 3 მეტრი (იგულისხმება სარეკლამო დაფები, რომელიც მინდვრის გარშემოა განლაგებული- რომელთა სიმაღლე არის 90-100 სმ), რომლებიც ბუნებრივია შესაბამისი რბილი მასალით არის დამზადებული, დევს მინდვრის დონეზე და მყარად არ არის ჩაფიქსირებული ნიადაგსა თუ სარბენ ბილიკზე). - უთხრა რადიო „ათინათს“ კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, ეს მისი, როგორც ექსპერტის შეფასებებია და ფედერაციის მხრიდან კონკრეტული დასკვნები მაშინ გახდება ცნობილი, როცა კომპანია სფფ-ს ოფიციალურად მიმართავს.

გარდა ამისა, კვარაცხელიას თქმით, არსებობს სხვა საკითხებიც, როგორიცაა, გასახდელები, ჟურნალისტების ოთახი, ვიპ-ლოჟა, პარკირების ადგილი და ა.შ.

„კონკრეტულად მინდვრის შემთხვევაში, შესაძლოა, არ დაკმაყოფილდეს სტანდარტები, მინდვრის ზომა, მესამე კატეგორიის შემთხვევაში, უნდა იყოს 105 მეტრი 68 მეტრზე, მეორე კატეგორიისთვის კი 100 მეტრი 64 მეტრზე“, - განმარტა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ახალ სტადიონზე სათამაშო მოედანს ბეტონის სარტყელი შემოავლეს. აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელში მომხარებლების უკმაყოფილება გამოწვია. ისინი წერდნენ, რომ ბეტონის გალავანი ფეხბურთელების უსაფრთხოებისთვის საშიშია.

მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაში გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მშენებლობა სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.



გარდა ამისა, მერიაში დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელზეც პროექტს, რომლის მიხედვითად სტადიონი შენდება, სფფ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავას აწერს ხელს. თავის მხრივ, სიჭინავა ამბობს, რომ სტადიონის პროექტთან დაკავშირებით, მან „თბილპროექტმშენის“ წერილს 2015 წლის პირველ ივლისს უპასუხა და მხოლოდ რეკომენდაციები გასცა. მისივე განცხადებით, მას არანაირ საპროექტო დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი და ამის უფლებამოსილებაც არ ჰქონდა.

კომპანიაში „დაგი“ კი ამბობენ, რომ მშენებლობა პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება იმას, შეესაბამება თუ არა ეს სტანდარტებს. ჩვენს კომპეტენციას ცდება“, - განაცხადეს სამშენებლო კომპანიაში.

რადიო „ათინათი“ პროექტის წარმდგენ კომპანია „თბილქალაქპროექტთან“ დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მითითებული ტელეფონის ნომრები რეგისტრირებული არ არის.

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის პროექტი ითვალისწინებს ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მთავარი მოედანი, რომლის სამუშაოები ოქტომბერში სრულდება, 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია 1224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით, ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.