ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი
საქართველოდან“ ზურაბ ჯინჯოლავამ კანდიდატურა დომენტი სიჭინავას
სასარგებლოდ მოიხსნა. ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ პარტიის წარმომადგენლებმა
დაუდასტურეს. მათივე თქმით, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი
უალტერნატივოა და საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს სიჭინავას
მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„ზვიად სიჭინავა ზუგდიდისთვის შანსია... ჩვენი პარტია მას პოლიტიკურ
ასპარეზზე გამოჩენის დღიდან მხარს უჭერს“, - აცხადებენ პარტიაში.
ზურაბ ჯინჯოლავამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით
ცესკოს ორშაბათს მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები