რეგიონი
ლაშა გოგიას საარჩევნო შტაბი გამარჯვებას ზეიმობს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში პირველად მონაცემებს აღნიშნავენ. მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ განცახადება გაავრცელა, სადაც მან საკუთარ და სხვა კანდიდატების ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა თითოეულ ამომრჩეველს ვინც უბანზე მოვიდა და მხარდაჭერა გამომიცხადა, მადლობა მათაც ვინც ხმა სხვას მისცა, მე დღეიდან ყველას მერი ვარ! მე ვიქნები მერი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე, თქვენს უკეთეს მომავალზე იზრუნებს. ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდის!

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი, ბევრ საჭიროებებს უნდა გავცეთ პასუხი, ამისთვის კი პირველ რიგში თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. ჩვენ წინ გველოდება დატვირთული 4 წელი! მუშაობა არ იქნება ადვილი, მაგრამ თქვენთან ერთად შევძლებთ ზუგდიდი იყოს უკეთესი ქალაქი, სადაც ცხოვრება ყველას გაგვიხარდება.

მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, იმ ნდობისა და შესაძლებლობისთვის რაც მათ მომცეს!
ეს წინასაარჩევნო კამპანია არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ შევძელით კამპანია ყოფილიყო ყველაზდე მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული. ჩვენს ზუგდიდში გვქონდა ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ორგანიზებული და დასამახსოვრებელი საარჩევნო კამპანია. მადლობა ამისთვის თითოეულ კოორდინატორს, აგიტატორს, ზონის უფროსს, შტაბის ხელმძღანელობას, თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი მუშაობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დამთავრებულა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.