ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულირების წესი
ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო.
ენმ-ის წევრმა ანი წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და თქვა,
რომ აღნიშნული საკითხის განხილვაში ყველა მხარე, მათ შორის,
გარემოვაჭრეები და ბაზრის შიდა მოვაჭრეებიც უნდა იყვნენ ჩართული,
რაზეც მამუკა წოწერიამ უპასუხა, რომ საჯაროობის პრინციპი დაცული
იქნება და შეხვედრები გაიმართება.
„ეს მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვართ
მოწოდებულები, რომ მივიღოთ დოკუმენტი, რომელშიც ყველა მხარის ინტერესი
იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა წოწერიამ.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30
დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე
ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების
განსაზღვრის წესი"
დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა და შესაბამისი სამსახურის
არაერთი მცდელობისა, გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
ბაზართან გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს
გარემოვაჭრეები
მუშაობას გააგრძელებენ (ვიდეო)
მერიის ზედამხედველობის
სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები