ზუგდიდში, სოციალურ კაფე MEGO
ბარიში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა მიმდინარეობს.
ღონისძიება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტის (GIPA) საზოგადობასთან ურთიერთობის პროგრამის ზუგდიდის
ჯგუფის სტუდენტების ორგანიზებით ტარდება.
გამოფენაზე ნებისმიერ მსურველს ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი
ხელნაკეთი ნივთების შეძენა შეუძლია.
ორგანიზატორების თქმით,
საქველმოქმედო ღონისძიების მთავარი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი
ახალგაზრდა ქალის დახმარებაა, რომელიც ავტოავარიის შედეგად დაშავდა.
საღამოზე შემოსული თანხა მთლიანად
მას გადაეცემა.
გარდა ამისა, გამოფენა მიზნად
ხელნაკეთი ნივთების პოპულარუზაციასა და ადგილობრივი მეწარმეების
ხელშეწყობას ისახავს.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: ასოციაცია „ათინათი“, „ლაზიკა
კაპიტალი“ და სოციალური კაფე MEGO ბარი.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები