ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თემისა და ქალაქის გაერთიანების
შედეგად გათავისუფლებულ 47
თანამშრომელზე კომპენსაცია გასცა. საუბარია მერიის 43 და საკრებულოს 4
თანამშრომელზე.
„გაიცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც
ჯამში შეადგენს 145 919 ლარს“, - აღნიშნეს მერიაში.
ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ამ დროისთვის სულ 351 ადამიანი
მუშაობს. გაერთიანებამდე, ქალაქისა და თემის თვითმმართველობის
ორგანოებში 400-მდე საჯარო მოხელე იყო დასაქმებული.
მუნიციპალიტეტების გაერთიანების ერთ-ერთ არგუმენტად საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაორმაგებული
ადმინისტრაციული ხარჯები დაასახელა.
ამავე თემაზე:
რეგიონული
განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე განცხადებას
ავრცელებს
ლაშა გოგია: ახალი
გუნდი პროფესიონალიზმის და ერთგულების ნიშნით შეირჩა
მასალის გამოყენების პირობები