ზუგდიდში, პირველი თებერვლიდან დღემდე მსხვილფეხა პირუტყვის 7
მეპატრონე 50-50 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შესაბამისი დადგენილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2
თებერვალს მიიღო.
ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ქალაქის
ტერიტორიაზე მოძრავი მსხვილფეხა და წრვილფეხა საქონლის მეპატრონეები
100-100 ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმის დაგვიანების შემთხვევაში
დამატებითი სანქცია, 50 ლარი დაწესდება. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე
თანხას 5 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, საქონელი გაიყიდება.
ამავე თემაზე:
ქალაქში
მოძრავი საქონლის მეპატრონეებისთვის ჯარიმები დაწესდა
მასალის გამოყენების პირობები