ენგურჰესთან დიდი მოცულობის მიწა-კლდის ჩამოშლის გამო
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
გზის 33-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები
დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ყველა სახის ავტოტრანპორტის
მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.
მასალის გამოყენების პირობები