წალენჯიხაში რამდენიმე დღის წინ სამი სახლის გაქურდვის ფაქტზე
სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია
რადიო
„ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში
დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის
ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1980
წელს დაბადებული ლ.ჯ. და 1998 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. მათ
მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს,
წალენჯიხაში, 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა სახის
ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი
ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს.
ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს მფლობელობაში არსებული
ავტომობილიც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი
ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
ამავე თემაზე:
წალენჯიხაში სახლები
გაქურდეს
მასალის გამოყენების პირობები