გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პანამის დროშის
ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები
ჩაღვარა.
მისი კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა, რასაც გარემოსათვის
მიყენებული ზიანის თანხა დაემატა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს
დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.
დაბინძურების ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი
ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო
პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოავლინეს.
მასალის გამოყენების პირობები