ახალი ამბები
რატომ არ ჩატარდა "ბოლო ზარი" მე-5 სკოლაში - ზუგდიდის რესურსცენტრმა მოკვლევა დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები „ბოლო ზარის“ ღონისძიების ჩატარების აკრძალვაში ადანაშაულებენ. მოსწავლეების თქმით, დოდო ცქვიტაიამ მათ „ბოლო ზარის“ დღეს საკლასო ოთახები ჩაუკეტა და ღონისძიების გამართვის საშუალება არ მისცა. ისინი ამბობენ, რომ დირექტორის განაწყენება მე-12 კლასელებისთვის ე.წ. „თავისუფალი დასწრების“ პერიოდში სკოლაში გამოუცხადებლობამ გამოიწვია.

„დირექტრომა თქვა, თეთრ პერანგებს სკოლის ეზოში არ აგაფრიალებინებთო. იმ დღეს ბოქლომით დაკეტილი დაგხვდა კარები, რომელიც აქამდე ასე არ დაკეტილა. დირექტორი იმიტომ გაბრაზდა, რომ „თავისუფალი დასწრების“ დროს სკოლაში მხოლოდ 2-3 ბავშვი დადიოდა. სკოლიდან მანქანებით, რომ გავედით მოგვაწყევლა: თქვენს მშობლებს სახლში მკვდარი მიეტანეთო“, - თქვა ერთ-ერთმა მოსწავლემ ცირა აშორტიამ.

"ბოლო ზარის" ჩატარების აკრძალვას ადასტურებს ამავე სკოლის მასწავლებელი და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ნანა ღურწკაია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დირექტორი „ბოლო ზართან“ დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიების სკოლის ტერიტორიაზე ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

„ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ამბობდა, გინდ ჩაატარეთ, გინდ არაო, თუმცა იმ დღეს კარები დაკეტილი დაგვხდა. ჩვეულებრივ, კლასების გასაღებები სამასწავლებლოშია, თუმცა ამ შემთხვევაში ამ ბავშვების კლასის გასაღები იქ არ დაგვხვდა. ის დირექტორს თავის კაბინეტში ჰქონდა და გასაღები, მხოლოდ მას შემდეგ მოგვცა, რაც რესურსცენტრი ვუხსენეთ“, - თქვა ღურწკაიამ.

ამის შემდეგ ბავშვებმა სკოლაში ღონისძიების გამართვა თავად არ მოისურვეს და „ბოლო ზარი“ ქალაქგარეთ აღნიშნეს.

თავის მხრივ, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დირექტორი და ამბობს, რომ მას „ბოლო ზარის“ ჩატარება არ აუკრძალავს.



„ერთი თვე ეს კარები ბოქლომით იყო ჩაკეტილი, არ დადიოდნენ ეს ბავშვები და ამ დღეს რა გაუკვირდათ? როცა შემოვიდნენ და გასაღები მთხოვეს, ავდექი და მივეცი. არც სკოლის შიგნით, სააქტო დარბაზში და არც გარეთ ეზოში, მათ არ ჰქონდათ დაბრკოლება, რომ ჩაეტარებინათ ღონისძიება“, - თქვა მან და დასძინა, რომ ეს პროცესები მართულია, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს.

დოდო ცქვიტაია ადასტურებს, რომ ის მოსწავლეებზე განაწყენებული იყო, რადგან ბავშვები „თავისუფალი დასწრების“ დროს სკოლაში არ დადიოდნენ.

„გავნაწყენდი იმიტომ, რომ კლასს დაკიდეს ბოქლომი და ფაქტობრივად არ დადიოდნენ. ნებისმიერმა დირექტორმა მითხრას, „თავისუფალი დასწრების“ შემდეგ ბავშვს, რომ სურვილი არ აქვს შემოვიდეს ანუ არაფერს არ აძლევს სკოლა, მას, რომ ნახევარი საათი დაუთმოს - იმ სკოლის სკოლის ავტორიტეტი მართლა ნულია. გამოდის, მე ცუდი დირექტორი ვიყავი და იმიტომ არ დადიოდნენ ეს ბავშვები, ან მაპატიეთ, მართლა ძალიან დიდი თავხედობაა ეს ბავშვების მხრიდან. მე მოვიწვიე მშობელთა კრება, ვუსაყვედურე და ვუთხარი მშობლებს - რაც თქვენმა შვილებმა გააკეთეს, ჯერ ჩემთვის არავის გაუკეთებია, 18-შიც ეს ბოქლომი დახვდებათ, რაც ახლა დაადეს“, - ამბობს დოდო ცქვიტაია.

ზუგდიდის რესურსცენტრში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია. რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცავნიას თქმით, როგორც კი შედეგები დაიდება, გასაჯაროვდება და ყველასთვის გახდება ცნობილი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.