ზუგდიდში მაღაზიისა და საცხოვრებელის სახლის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ზუგდიდში 1967 წელს დაბადებული კ.დ.
ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის
მაისში ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთი
მოიპარა. რამდენიმე დღის შემდეგ კი კერძო სახლი გაქურდა, საიდანაც
სამკაულები და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღო.
ამავე ცნობით, სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში
უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები