შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ
მაისში ფარცვანიების სახლში მომხდარი
მკვლელობის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ
მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი - 1980 წელს
დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ.
გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს
დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის
ადგილიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს
სახელზეა რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა
სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის
უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა“, - აღნიშნულია უწყების
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში
განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ხობში
გარდაცვლილი ერთ-ერთი მამაკაცი ყოფილი პოლიციელია
მასალის გამოყენების პირობები