სასაზღვრო პოლიციის რადიოპერატორის ინეზა ჩხეტიანის ინფორმაციით, ამ
დროისთვის მდინარე ნენსკა ისევ
ადიდებულია და დატბორვის საშიშროება კვლავ არსებობს. მისივე თქმით,
სასაზღვრო პოსტზე ევაკუაცია გამოცხადდა, ამასთან, ადგილზე სასაზღვრო
პოლიციის რამდენიმე თანამშრომელია ჩარჩენილი, თუმცა მათ საფრთხე არ
ემუქრებათ.
„ნახევარი საათის წინ ისევ გავიგეთ მდინარის ხმა, ისევ ადიდებულია
მდინარე. როგორც შეგვეძლო და შეგვიძლია, ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ
გავიდნენ“, - უთხრა
რადიო „ათინათს“
ჩხეტიანმა.
უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც
მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო
გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა
მდინარემ სოფელსი არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და
მუშაობს მძიმე ტექნიკა. ჭუბერში იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
ამავე თემაზე:
ვითარება სტიქიი ზონაში -
ჭუბერში მძიმე ტექნიკა მუშაობს
მასალის გამოყენების პირობები