დე ფაქტო აფხაზეთიდან რუსეთში „საექსპორტოდ“ გასატანი ოხრახუშის შემოწმებისას მასში საკარანტინო ობიექტი, დასავლეთის კალიფორნიული თრიფსი (Frankliniella occidentalis) აღმოაჩინეს,
წერს გამოცემა „აფსნი ლაიფი“. შესაბამისად, პროდუქტის სოჭში შეტანა აიკრძალა. აფხაზური მედიასაშუალებების ცნობით, მსგავსი შემთხვევა 2017 წელსაც მოხდა, და რუსეთის სანიტარულმა უწყებამ აფხაზეთიდან ოხრახუშის შეტანა აკრძალა.
მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის საკარანტინო სამსახურის წარმომადგენელმა მაია შინკუბამ განაცხადა, რომ ლაბორატორიული კვლევების შედეგად, აფხაზეთში კალიფორნიული თრიფსი ვერ აღმოაჩინეს. ლაბორატორიის ხელმძღვანელის განცხადებით, აფხაზეთში თრიფსის რამდენიმე სახეობაა დაფიქსირებული, თუმცა მათ შორის, ყვავილოვანი კალიფორნიული თრიფსი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები