ზუგდიდის მესამე და ზედა ეწერის საჯარო სკოლები რეაბილიტირდება
ზუგდიდის მესამე და ზედა ეწერის საჯარო სკოლების რეაბილიტირებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს კაპიტალური გრანტის სახით 646, 5 ათასი ლარი გადაეცა. აღნიშნული თანხიდან, ზედა ეწერის
სკოლისთვის 174 ათასი ლარი, მესამე საჯარო სკოლისთვის 472, 5 ათასი ლარი დაიხარჯება.
შესაბამის ცვლილებას ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტში დღეს საკრებულომ მხარი ერთხმად დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები