ახალი ამბები
ადვოკატი: თენგო ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით 6 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა
ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის თენგიზ ქობალიას ადვოკატის სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე, თითქმის, 6 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული. როგორც ჯანაშიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, აღნიშნულ ხელმოწერებს შუამდგომლობის სახით სასამართლოს მომდევნო სხდომაზე, 4 თებერვალს წარუდგენს.

„ახლაც არის მოთხოვნა და გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან, რომ ხელი მოაწერონ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, თუმცა, ალბათ, 6 ათასი ხელმოწერა საკმარისი იქნება. ამასთან, ამ ცალკე გვექნება პარლამენტის წევრების ხელმოწერებიც. ძალიან მასშტაბური პროცესი გამოვიდა, რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილი ერთსულოვანი აღმოჩნდა, მათ შორის, საჯარო მოხელეებიც, საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრები, თენგოს მეგობრები და სხვა მოქალაქეებიც არიან. ამასთან, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოტივად საზოგადოების მაღალი ინტერესი დაასახელა და ეს ხელმოწერები ცხადყოფს, რომ პატიმრობა საჯარო მოთხოვნა სულაც არ არის“, - გვითხრა ჯანაშიამ.

alt

ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას მიმართ სოლიდარობის გამოსახატად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ლევან ბეჭვაიამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან ქობალიას სოლიდარობა გამოუცხადა და ამისკენ საზოგადოებასაც მოუწოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბეჭვაიას ინიციატივით ხელმოწერების შეგროვება. ქობალიას მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ბრალდების გათვალისწინებით ის წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იყოს.

თენგიზ ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.


ამავე თემაზე:

გათავისუფლების მოთხოვნით თენგიზ ქობალიას მეგობრები თავდებში უდგებიან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.