შს სამინისტროს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული
3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
მასალის გამოყენების პირობები