1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა.
სამი ათეული წლის წინ ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათასობით აქციის მონაწილე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
მასალის გამოყენების პირობები