ზუგდიდის პოლოციის შენობაში ჩვენების მისაცემად #87 უბანზე ცესკოს დამკვირვებელი გაერთიანებული ოპიზიციიდან ზოია ქვარაცხავა ჩვენების მისაცემად შევიდა.
მან შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰაერში
გაისროლეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. როგორც ადგილეზე მყოფმა ოპიზიციური პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, ის შეშინებულია და კომენტარს მაშინ გააკეთებს, როცა დამშვიდდება.
ზოია ქვარცხავას პოლიციის შენობაში, ხატია დეკანოიძე და თინათინ ბოკუჩავა შეჰყვნენ. ამის სურვილი პოლიციის უფროსთან საუბარში თავად ქვარცხავამ გამოთქვა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა მოხდა ზუგდიდის 87-ე უბანზე რეალურად.
მასალის გამოყენების პირობები