აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, თავს უკეთ გრძნობს და მედიკოსები
მის გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ. ამის შესახებ გამოცემა „აფხაზია ინფორმი“ სერგეი ბაღაბშის ფონდის ხელმძღვანელმა მიხაილ ლოგუამ განუცხადა.
მაისში ოპოზიციამ, ბჟანიას ჰოსპიტალიზაციის გამო, „საპრეზიდენტო არჩევნების“ 21 ივლისის ნაცვლად, 23 ნოემბერს ჩატარება მოითხოვა.
ოპოზოციური ბლოკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატის მომხრეები, თვლიან, რომ ის მოწამლეს. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჩიას განცხადებით, ექიმების ინფორმაციით, ეს ვერსია არ დადასტურდა.
20 მაისს აფხაზეთში მასობრივი პროტესტი დაიწყო. მომიტინგეებმა უვადო აქცია გამოაცხადეს და ჯერ რაულ ხაჯიმბას ხალხთან გამოსვლა, ხოლო, შემდეგ, მისი გადადგომა მოითხოვეს. 22 მაისს მონაწილეებმა და აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა შეთანხმებას მიაღწიეს და არჩევნების 25 აგვისტოს ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ამავე თემაზე:
რაულ ხაჯიმბა არჩევნების გადადებას დათანხდა
მასალის გამოყენების პირობები