წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, უკანონო საამქროებიდან, ჯამში, ამოღებულია 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
სოფელ მუჟავაში, ჭალესა და დაბა ჯვარში, ჯამში 4 ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე აწარმოებს, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები