ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დასრულებამდე მოსწავლეები კომბინატში მდებარე სკოლებში გადანაწილდებიან.
როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ რადიო
„ათინათს“ უთხრა ბავშვები მეხუთე და მეთორმეტე სკოლებში, მეორე ცვლაში ივლიან.
„პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ბავშვებო მეხუთე სკოლაში გადანაწილდნენ, მეშვიდედან მეთორმეტეს ჩათვლით - მეთორმეტეში. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება, რადგან შემაფერხებელი ფაქტორი, ამ ეტაპზე არ არსებობს. დასრულებულია სველი წერტილების მოწყობის სამუშაოებიც“, - გვითხრა ფარცვანიამ.
ზუგდიდის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ
ტენდერში, რომლის ღირებულება 900 ათასამდე ლარია, შერჩევა-შეფასების ეტაპია. მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთ პრეტენდენტს სრული დოკუმენტაციის წარდგენის ვადა დღეს, 11 სექტემბრის ჩათვლით აქვს. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია როგორც მთლიანი შენობის, სველი წერტილების, ასევე, სკოლის ეზოსა და სპორტული სტადიონის მოწყობა.
ფოტო: მესამე საჯარო სკოლის ფეისბუქ გვერდი
მასალის გამოყენების პირობები