ახალი ამბები
ამომრჩეველი: ხმა მივეცი კეთილდღეობას, მაგრამ გამკეთებელი ვინ არის
მარტვილს მუნიციპალიტეტის კიწიის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივები, რომლებმაც
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს ამბობენ, რომ უკეთესობის იმედი აქვთ. მათ ნაწილს კი არ მოსწონს არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ადგილობრივი შეფილდ კაკულია მიიჩნევს, რომ მოსახლეობას არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.
"არჩევნები იმისთვისაა, რომ ხალხს საშუალება ჰქონდეს უკეთესზე უკეთესი აირჩიოს. რისი საშუალებაც დღეს აქ არ არის. ცუდია ეს. უნდა იყოს მრავალპარტიულობა და ერთი ნაცვლად ბევრი კანდიდატი. მე ხმა მივეცი სოფლის კეთილდღეობას, მაგრამ გამკეთებელი ვინ არის? ამ კანდიდატს არაფერი შეუძლია, თუ მთავრობა არ დაუდგება გვერდით", - ამბობს შეფილდ კაკულია.
კიწიის თემში ორი უბანია, სადაც ჯამში 1100 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამავე თემაზე:
მარტვილში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები