ფოთში სატვირთო მანქანის გადაბრუნების შედეგად მძღოლი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა
და ამოტრიალდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთოდან საწვავი დაიღვარა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები