ასოციაცია "ათინათის" ბაზაზე არსებულ საქართველოს სასწავლო ცენტრ GLC-ის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეები ერთ-ერთ შეჭირვებულ ოჯახს ესტუმრნენ.
ახალგაზრდებმა მათ, სურსათი და სხვადასხვა საჩუქრები მიუტანეს.
მასწავლებლის ნესტან ფიფიას თქმით, მოსწავლეები ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან და GLC-ისთვის ქველმოქმედება ტრადიციად იქცა.
ოჯახს, რომელშიც მოხუცთან ერთად ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს, სახლი 2017 წელს დაეწვა.
მასალის გამოყენების პირობები