ახალი ამბები
„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას ზუგდიდიდან იწყებს (ვიდეო)
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ამომრჩევლებს მერაბ კოსტავას ბიუსტთან შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. კახა კუკავა ამბობს, რომ მათი პარტია ალტერნატიული არჩევანია იმ ხალხისთვის, რომლებსაც არც ყოფილი და არც ამჟამინდელი პარტიის ხილვა არ სურს ხელისუფლებაში. „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში მთავარი ადგილი იაფი მედიკამენტების საკითხს უჭირავს.
„იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია დაბანაკდა და გაიყო მიშას მომხრეებად და ბიძინას მომხრეებად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხს შევთავაზოთ „თავისუფალი საქართველო“, ნომერი 21. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ მათგანთან ალიანს და ვიყრით კენჭს დამოუკიდებლად. ასევე, ჩვენ სიაში არ გვეყოლება არც ერთი ნაცი და არც ერთი ქოცი, რომლებიც ატარებენ ლიბერალურ პოლიტიკას. ჩვენ გვინდა ეს პოლიტიკა ეროვნულით შევცვალოთ“, - თქვა კახა კუკავამ.
გოგი წულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავარი აქცენტი მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე გააკეთა.


„ქუთაისში ვფიქრობდი, რა უბედურებაა  ეს გადათხრილ გზებითქო,  ჩამოვედი ზუგდიდში და ეს რა ვნახე, ეს მართლა რა უბედურებაა?!  ესაა ღორობა. თუ არ გქონდა ფული და ერთი ადგილი რას თხრიდი ამ გზას.  ვინმე ბავშვი, რომ დაშავდეს და იმის მამამ ჩაქუჩი ჩაგარტყას თავში, ვინ იქნება დამნაშავე და ვინ უნდა აგოს პასუხი...აი, ამას დავამთავრებთ ჩვენ“,. - აღნიშნა წულაიამ

„თავისუფალ საქართველოს“ რეგიონებში წარსადგენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჯერ არ შეურჩევია.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.