ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო ცოტნე დადიანის ხიდიდან გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პროცესში 15-მდე მაშველი, მათ შორის, 2 მყვინთავია ჩართული. ასევე, ახდენენ ფსკერის სკანირებას.
შს სამინისტრომ მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები