ზუგდიდში, ფაიფურის ტერიტორიაზე სანერგე მეურნეობის აღდგენა იგეგმება. მერის შპს „ზუგდიდაგროსერვისს“ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უვადო სარგებლობის უფლებით გადაეცა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მერიის მოთხოვნის საფუძველზე საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სანერგე მეურნეობის ტერიტორია 33 376 კვადრატული მეტრია. აქ იმ მცენარეების გამრავლება იგეგმება, რომელიც საჭირო იქნება მუნიციპალიტეტისთვის.
მასალის გამოყენების პირობები