"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
შესაბამისი განცხადებით ჯალაღონიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა. განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ჯალაღონია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.
"გაცნობებთ, რომ უარს ვაცხადებ 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე 27-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და ბოიკოტს ვუცხადებ ჰაყალბებულ არჩევნებს", - ვკითხულობთ მიმართვაში.
განცხადება ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ გაასაჯაროვა. მან ზუგდიდელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ განმარტა მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზები.
"მადლობა ათასობით ზუგდიდელს ვინც მოუხედავად წნეხისა, ტერორისა, დაშინებასა, მოსყიდვის მცდელობისა მოვიდა არჩევნებზე და ხმა გაერთიანებულ ოპოზიციას მისცა... მადლობა მალხაზ ჯალაღონიას თავდაუზოგავი შრომისთვის და ბრძოლისთვის. არანაირი მეორე ტური და არანაირი შესვლა პარლამენტში - ამ არჩევნებმა ანახა რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არა აქვს სანამ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში", - წერს წითლიძე.
ზუგდიდში არჩევნების
მეორე ტურში "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები გავიდნენ. კენჭისყრა 21 ნოემბერს გაიმართება. 31 ოქტომბრის არჩევნებიდან მალევე ოპოზიციამ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მასალის გამოყენების პირობები