აბაშაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ტორონჯაძეების ოჯახის წევრი შუახნის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რას მის სახლში ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სუფრაზე მყოფი სტუმრები და მასპინძლები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ საქმეზე შს სამინისტროში გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულია სამი პირი.
რაც შეეხება შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს, ის ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები