ახალი ამბები
"ექიმების საქმე" - აფხაზმა მედიკოსებმა "პროკურატურის" აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს
აფხაზი მედიკოსების ნაწილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის და მისი მოადგილის მიმართ "პროკურატურის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები გააპროტესტა". ექიმების აქცია 15 თებერვალს ე.წ. პარლამენტში, "სახელმწიფო და იურიდიული პოლიტიკის კომიტეტის" გაფართოებული სხდომის პარალელურად გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე, სწორედ მედიკოსების მიმართვას განიხილავდნენ, რომლის ხელმომწერები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საავადმყოფოში მომხდარის გამო და "პარლამენტისგან მომხდარის სამართლებრივ მორალურ შეფასებას" ითხოვდნენ. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა, წერს "ეხო კავკაზა".

მიმართვაში, რომელსაც 235-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ 10 თებერვალს, საავადმყოფოს მთავარი ექიმის აპოლონ გურგულიას და მისი მოადგილის გიორგი ვოუბას კაბინეტების ჩხრეკის მიზნით საავადმყოფოს ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.

"ისინი ნიღბებში იყვნენ, სასამსახურო ძაღლებიც მოიყვანეს, თითქოს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ან ტერორისტების დაკავებას გეგმავდნენ", ნათქვამია მიმართვაში. აქვე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავების აგრესიული ქმედებების შედეგად, გიორგი ვოუბას გულის შეტევა დაემართა და მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო", - ნათქვამია განცხადებაში.მედიკოსები თქმით, ამ სიტუაციაში, "პრაქტიკულად პარალიზებული იყო საავადმყოფოს მუშაობა, და სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე დაირღვა პანდემიის გამო დაწესებული ყველა სანიტარული ნორმა.

გამოცემის ინფორმაციით, "ექიმების საქმეზე" საგამოძიებო მოქმედებები "სამსახურეობრივი უფლემოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გრძელდება". ექიმის და მისი მოადგილის გარდა, საქმის მესამე ფიგურანტია სამედიცინო დაწესებულების ბუღალტერი - ასლან ცკუა. ის ერთადერთია ბრადლდებულთაგან, ვინც ამ ეტაპზე დაკავებულია.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.