სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, ჰაწვალისა და თეთნულდის საბაგიროები გაიხსნა. "მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" ამბობენ, რომ რეგულაციების მიხედვით,
6 ადგილიან სავარძელზე ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის მოთავსება იქნება შესაძლებელი, ხოლო 4 ადგილიანზე 2-ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება. ამავე ცნობით, საბაგიროები იმუშავებს ყოველდღე, 09:00-დან 16:00 საათამდე.
თეთნულდზე 4 საბაგირო და 30 კმ-იანი 8 სათხილამურო ტრასაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე. ჰაწვალს კი 2 საბაგირო და 7 კმ-იანი 5 სათხილამურო გზა აქვს.
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ჰაწვალი კი მესტიიდან 8 კმ-შია.
მასალის გამოყენების პირობები